ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
მათ შესაბამისი განცხადება პროკურატურასთან გააკეთეს.
ფუტკარაძეების ოჯახის ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ დეპუტატის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება პროკურატურაში ფორმალურად მიმდინარეობს და შესაბამის უწყებას ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი ამ დრომდე არ დაუკითხავს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე პოლიტიკურია და მას აუცილებლად გამოიძიებენ.

























