ქვემო ქართლში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ქვემო ქართლში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება - უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამუშაოები ბოლო 48 საათის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეგიონში შექმნილ ვითარებას პირადად ეცნობა.

„სამუშაო პროცესში გამოვლენილ დამატებით საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, გიორგი დოხტურიშვილი, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გვიან ღამემდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება - უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამუშაოები ბოლო 48 საათის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად ხორციელდება - ყველა შესაბამის ლოკაციაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა, ადგილობრივები ასევე მარაგდებიან საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით.

შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობენ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარის მასშტაბით, ამოქმედდა ცხელი ხაზის სპეციალური ნომრები, რომლის საშუალებითაც, თითოეული მოქალაქე, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას, უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში შეძლებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - 555 99 94 53; 593 76 00 31

ბოლნისის მუნიციპალიტეტი - 551 13 22 13

დმანისის მუნიციპალიტეტი - 599 34 24 39

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - 598 59 94 71; 591 30 40 22

წალკის მუნიციპალიტეტი - 599 75 20 36

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.