სოფელ ჭალეში ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა

წალენჯიხის სოფელ ჭალეში სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად, 7 წლის ბავშვი დაშავდა. ბავშვს სხეულზე დამწვრობა აქვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ განუცხადა, ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.
"დაშავებულია შვიდი წლის ბიჭი. მდგომარეობა მარტივი არ არის, პატარა ბიჭუნაა, სხეულის გარკვეულ ნაწილზე აქვს დაზიანება. რეანომობილით ზუგდიდში გადიყვანეს, ზუგდიდიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ",- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

























