უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ხსოვნას ზუგდიდსა და ფოთში პატივი მიაგეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ხსოვნას ზუგდიდსა და ფოთში პატივი მიაგეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ხსოვნას ზუგდიდსა და ფოთში პატივი მიაგეს. ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ, სადაც დაღუპული მეომრების ფოტოები მიიტანეს.

„ოპოზიციური პარტიის წევრები აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ გმირი ბიჭებისთვის მიგვეგო სათანადო პატივი, აგვენთო სანთლები და გვეთქვა სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ისინი გმირები არიან, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის იმპერიის დანგრევის იდეას",- განაცხადა პარტია "დროას" წევრმა მარიამ სიჭინავამ.

„დროას“ წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ფოთშიც.

„შევიკრიბეთ, რათა ამ ორ გმირ ადამიანს, რომლებმაც თავისუფლებას შეეწირეს თავი, პატივი მივაგოთ. თითოეული გაღებული მსხვეროლი ძალიან მტკივნეულია , მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა, როცა თანამემამულე იღუპება. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვო. დიდება მათ სულებს და დიდება თავისუფლებას,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.