„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ჩვენს მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ჩვენს მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მმართველ გუნდში განუმარტეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, „ქართულმა ოცნებამ” უკრაინასთან მიმართებაში მორიგი შეცდომა დაუშვა.

„გუშინ ხელისუფლებას ჰქონდა კიდევ ერთი სირცხვილის დღე ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობებში. აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო გუნდმა უარი განაცხადა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის მიღებაზე, რომლითაც სოლიდარობას ვუცხადებდით მეგობარ უკრაინელ ხალხს. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ სოლიდარობის გამოცხადება არის საერთაშორისო ურთიერთობები და აჭარის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცდება. ეს არის ტყუილი! ამ ხელისუფლების პირობებშიც კი უმაღლეს საბჭოს მიღებული აქვს მსგავსი რეზოლუციები, გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებთან.

მივმართავთ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, დღევანდელი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას. ქართველი ხალხი სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს”, აცხადებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".