საგარეჯოში „ალტ ინფოს“ ოფისთან აქცია "საგარეჯო არ იყიდება რუბლზე" მიმდინარეობს

საგარეჯოში „ალტ ინფოს“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. "საგარეჯო არ იყიდება რუბლზე", „საგარეჯო რუსული ძალების გარეშე"- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ადგილობრივ მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ერთი კვირის წინ გახსნილი ოფისის დახურვას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს დილით „ალტ ინფოს“ ოფისის კედლებზე წითელი საღებავით სხვადასხვა შინაარსის წარწერებიც გააკეთეს.

























