ქობულეთში „ალტ ინფოს” ოფისთან ხმაურია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ქობულეთში „ალტ ინფოს” ოფისთან ხმაურია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ადგილობრივები „ალტ ინფოს" ოფისის გახსნა აპროტესტებენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, „ალტ ინფო" პრორუსული ძალაა და მათი ადგილი საქართველოში არ არის.
ადგილობრივებმა საპროტესტო მსვლელობა ქობულეთის ქუჩებში მოაწყვეს და "ალტ ინფოს" ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"საბედნიეროდ, არცერთი ქალაქი არ აძლევს უფლებას ოფისის გახსნის, არ ვიცი რატომ იფიქრეს, რომ ქობულეთში მივცემთ რუსული პროპაგანდისტული მანქანის დაქოქვის საშუალებას. ეს ყველაფერი არის ზე პარტიული ამბავი და ვფიქრობ ყველა ქობულეთელს გვეხება, აუცილებლად უნდა ვანახოთ, რომ არჩევანში მწარედ შეცდნენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეების თქმით, "ალტ ინფოს" წინააღმდეგ მსგავსი აქცია ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც გაიმართება.

























