მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.
ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

























