მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პროექტ „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - Praise Marneuli-ს მიზნები და ამოცანები განიხილეს.
„პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება. შეხვედრის ბოლოს მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























