შიდა ქართლიდან ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში იგზავნება

შიდა ქართლიდან ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში იგზავნება

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენა მოხდა.

აღნიშნულის გარდა, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ბიზნესმენები და მოქალაქეები.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტვირთი უკრაინაში გაიგზავნება.