ქალაქ ლანჩხუთში  სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ლანჩხუთში  სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქალაქ ლანჩხუთში, მდინარე ორაგვისღელის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.