ლენტეხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები წინასწარ შედგენილი გრაფიკით მიმდინარეობს.

ამასთან, შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებითვე, თვითმმართველობის წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და უზრუნველყოფენ კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას.

"სოფლის პროგრამის ფარგლებში" მოსახლეობის პრიორიტეტებად შიდა საუბნო გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასახელდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი, დღეს, რცხმელურის თემში შემავალ სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ამასთან, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა: სოფ. ცხმელურში - სამეურნეო გზის, ვედრეშში - გზის დამცავი კედლის, ლაღარვაში, გვიმბრალა და ნაღომარში-გარე განათების მოწყობა.