DIAMOND VILLAS ბათუმში თანამედროვე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს

DIAMOND VILLAS ბათუმში თანამედროვე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს

კომფორტისა და ხარისხის მოყვარულთათვის პროექტი - DIAMOND VILLAS შეიქმნა.

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია ,,თერზიოღლუ’’ ახორციელებს პროექტს - DIAMOND VILLAS, კომპანიის მიზანია შექმნას მყუდრო და ლამაზი საცხოვრებელი გარემო, დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური არქიტექტურით.

თანამედროვე საცხოვრებელი ფართები კომფორტული სივრცით გამოირჩევა. 3643 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პროექტი - DIAMOND VILLAS 15 ინდივიდუალურ 3-4 სართულიან პრემიუმ კლასის სახლს მოიცავს. პროექტის უპირატესობებს წარმოადგენს ვიდეო კონტროლი, გამწვანებული ეზო და ტერასა, მიწისქვეშა პარკინგი და ინდივიდუალური აუზი.

კომპანიის მთავარი ღირებულება არის მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი. ამასთან, ყურადღება ექცევა სამშენებლო პროცესში ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო მასალების გამოყენებას, რათა უზრუნველყოს მობინადრეების გრძელვადიანი და უსაფრთხო ცხოვრება.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ- გვერდს: https://diamondvillas.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 514 83 00 83, +995 596 83 11 83.

(R)