ლაგოდეხში მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი

ლაგოდეხში მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. სოფელ კართუბანში მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა მიკროავტობუსი, ხოლო მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის დამწვრობა მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხში, “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე პოლიცია და სახანძრო სამსახური იყო მობილიზებული.