ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას.

მათი თქმით, ქუთაისმა დააფიქსირა ევროპული არჩევანი, დაგმო რუსული ოკუპაცია და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.

დღესვე მოქალაქეებმა ადგილზე სხვადასხცა ნივთები და პროდუქტი მიიტანეს. ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნება.