ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























