ფოთში დამეგობრებული უკრაინელი ქალაქების მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, აქციაში მერიასთან ერთად ჩართული არიან, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
მათივე ცნობით, ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას მოხმარდება.
„ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა. ფოთში ჰუმანიტარულ პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ. N7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ დარბაზში.
ფოთის მსგავსად, პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























