თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

























