ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ისინი ამ დროისათვის, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ შეძახილებით: “დიდება უკრაინას”.

“რუსეთის აგრესიას ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ, მეგობარი უკრაინა განსაცდელშია და რუსული აგრესიული პოლიტიკა უნდა შეწყდეს. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, - განაცხადეს შეკრებილებმა.