გორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წევრმა მინდია გოდერძიშვილმა სოციალური ქსელით დაგეგმა, ოპოზიციური პარტიების გორელი წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
,,აქცია სოციალური ქსელით დავაანონსე მე, როგორც საქართველოს ერთმა რიგითმა მოქალაქემ. პირველ რიგში, ბუნებრივია, თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია და პარალელურად, მოვითხოვთ, უკრაინასთან ერთად, დაიწყოს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების განხილვაც", - განაცხადა მინდია გოდერძიშვილმა.

























