„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს

პროექტის ფარგლებში ოზურგეთში სმენის კვირეული ჩატარდა, სადაც უფასო კონსულტაცია და თერაპია 25-მდე ოჯახმა მიიღო;

საქველმოქმედო ფონდმა „აი ია“ და ქართულ-გერმანულმა მუსიკათერაპიის ცენტრმა „ბეკარი,“ ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს კონსულტაციები გაუწიეს.

კონსულტაციები გაეწიათ იმ ოჯახებს და ბავშვებს, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;

ჩატარდა მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის. გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებმა მშობლებისთვის;

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის განკუთვნილი პროგრამების და სერვისების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ, ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკარის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა მოაწერეს.

„ოზურგეთის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო „სმარტ კაპიტალ ჯგუფს,“ საქველმოქმედო ფონდ ,,აი, იას“ და ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარს“ ოზურგეთში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გამოხატეს. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ბენეფიციარების საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული აქტივობები დავგეგმოთ,“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

(R)