ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან შეკრებილები, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც.

რუსეთის მოქალაქემ ევროპის მოედანზე პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა.

მან დაგმო „რუსული ძალადობრივი აგრესია, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის მისამართით იყენებს“.

“მე მეკუთვნის პასპორტი და ამასთან ერთად, უარს ვამბობ ვეტერანობისთვის დახმარებაზე. პროტესტის ნიშნად დავწვავ”,- აღნიშნა აქციის მონაწილემ.

ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად იმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც იღებენ მონაწილეობას.