ზუგდიდში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზუგდიდში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზუგდიდში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ღარიბაშვილმა თანამდებობა უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო უნდა დატოვოს.

"აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ვითხოვთ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას დღევანდელი განცხადების გამო, რადგან მან განაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს და განიხილავს სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან.

ევროპის ყველა ქვეყანა ჩართულია ამ სანქციებში ჩვენს გარდა, ჩვენ ასევე, ამ დრომდე არ ვკეტავთ საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის",- განაცხადა აქციის მონაწილე დავით აქუბარდიამ.