რუსთავის მუნიციპალიტეტი უკრაინის დამეგობრებულ ქალაქებში გასაგზავნად ჰუმანიტარულ ტვირთის შეგროვებას იწყებს

რუსთავის მუნიციპალიტეტი უკრაინის დამეგობრებულ ქალაქებში გასაგზავნად ჰუმანიტარულ ტვირთის შეგროვებას იწყებს

რუსთავის მუნიციპალიტეტი უკრაინის დამეგობრებულ ქალაქებში გასაგზავნად ჰუმანიტარულ ტვირთის შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

,,რუსთავის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ივანო ფრანკოვსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ვინიცასა და კრივოი როგის წარმომადგენლებთან და ჩვენი ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. ქალაქის მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ყველა რიგით რუსთაველს. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. აქციაში ჩართვის მსურველებმა კი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ მერიის საინფორმაციო ნომერზე - 1300 გავერთიანდეთ უკრაინისთვის!“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.