მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობაზე და მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.