აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” წევრები სიტყვიერად დაპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი მმართველი გუნდის წევრებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„მკაფიოდ დააფიქსირეთ, რომ ხართ უკრაინის მომხრეები, არცერთ ოფიციალურ სამთავრობო ვებგვერდზე არ არის მკვეთრი პოზიცია დაფიქსირებული.

ცივილიზებული სამყარო იძახის, რომ რუსეთი მტერია და თქვენ ხართ მართლები?” - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრმა ტიტე აროშიძემ ოპოზიციის წევრს ელგუჯა ბაგრატიონს მიმართა.

„ახლა ხომ ხარ ღირსი, სახეში გტკიცო. შენ ასლან აბაშიძის მომხრე იყავი, ვისზე რა გაქვს სათქმელი”, - განაცხადა აროშიძემ.