ქუთაისში მოქალაქეებმა უკრაინის დროშით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს

ქუთაისში მოქალაქეებმა უკრაინის დროშით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს

მეოთხე დღეა ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები და აქტივისტები თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც მერიასთან მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.