ფოთში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ფოთში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

"დიდება უკრაინას, დიდება მოძმე ხალხს!"- ამ სლოგანით ფოთში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაგმეს რუსული აგრესია.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. აქციაზე უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა.

,,ეს არის მხარდაჭერა და სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისადმი, უკრაინელი გმირებისადმი. დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც უკრაინაში იბრძვის, გარდა უკრაინელებისა სხვა ეროვნების ადამიანები იბრძვიან დიდება მათ, დიდება და გამარჯვება უკრაინას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ბერაიამ.