ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია ახალგაზრდების ორგანიზებულია და მას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიის წევრები შეუერთდნენ.
ისინი უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და ომის შეწყვეტას მოითხოვენ.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია, დღეს ჩხოროწყუსა და მარტვილშიც გაიმართა. მსგავსი აქციები ზუგდიდში წინა დღეებშიც ჩატარდა.

























