ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში სხვადასხვა ქვეყნების დიასპორის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ბათუმში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ორ ლოკაციაზე შტაბი გაიხსნა, სადაც მედიკამენტებსა და სხვადსხვა აუცილებელ ნივთებს შეაგროვებენ.
მათი ინფორმაციით, ხალხის სახელით შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებას ომის შედეგად დაზარალებულებს მიაწვდიან.
დღესვე, ევროპის მოედანზე “ბაიკერებმა“ აქცია-პერფორმანსი მოაწყეს.
“არა ომს, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. უკრაინელი ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან, დიდება უკრაინას. მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ეს ტკივილი ჩვენთვის უცხო არ არის, რუსი ოკუპანტი სისხლს მოწყურებულია. რუსეთი ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოშლას, რაც არ გამოუვა”,- აცხადებენ შეკრებილები.

























