ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს. ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. მათი თქმით, დღეს საქართველოს ბედიც წყდება. შეკრებილებმა ასევე გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. აქციაზე საქართველოს და უკრაინის ჰიმნები გაჟღერდა.

"ჩვენ გვინდა მშვიდობა. უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა, არ აქვს სხვისი მიწები მიტაცებული, ოკუპანტი რუსეთი არ აძლევს ხალხს იქ ცხოვრების საშუალებას. ჩვენ ოჯახით ვართ ჩამოსული და ჩავრჩით, ვერ ვბრუნდებით უკრაინაში. ხერსონი ახლა ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. ნათესავებს და ახლობლებს ვუკავშირდები, შეტაკებები არის, სამწუხაროდ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოჩა ბოლქვაძემ.