ჩხოროწყუს მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და ომის დასრულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშებით ჩხოროწყუს ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.

„მე ვარ პედაგოგი, ვიყავი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ჩხოროწყუში. ის, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, ამაზრზენია. ამაზრზენია ერთი მხრიდან, თორემ მე ასე გაერთიანებული მსოფლიო არასოდეს მინახავს და ეს არის ძალიან სასიხარულო. ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყდეს რუსეთის ბედი. ვითხოვთ, შეწყდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში", - განაცხადა აქციის მონაწილემ, კოტე ნაჭყებიამ.