წალენჯიხის მერიის ორგანიზებით, სოფელ ფახულანში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

წალენჯიხის მერიის ორგანიზებით, სოფელ ფახულანში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მზადაა უკრაინიდან 20 ბავშვი შეიფაროს. ის ასევე მოუწოდებს სხვა მუნიციპალიტეტებს, მსგავს აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
„ეს არის უკრაინის სოლიდარობის აქცია, რადგან აქ იდგა რუსის ჯარი. ჩვენ და უკრაინა ვართ ქვეყნები, რომლებმაც ვიცით რა არის რუსის ჯარი, რა არის ოკუპაცია. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა მუნიციპალიტეტებს, როგორც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 20-მდე უკრაინელი ბავშვი შევიფაროთ, სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ აქციაში და ქმედითად დავუდგეთ გვერდში უკრაინელ ხალხს",- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

























