ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიების წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.

"დღეს ამ აქციაზე ვართ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც არიან რუსეთის მხრიდან წარმოუდგენლად დიდი აგრესიის მსხვერპლი. ფაქტია, რომ რუსეთი ეწევა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას. ეს აგრესია ეხება არამარტო უკრაინის, არამედ საქართველოს და მთლიანად ცივილურ სამყაროს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ან ეს ბოროტი ძალა გაიმარჯვებს ან ბოროტ ძალას დაამარცხებს ევროპული სამყარო. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოს მონდომებით, ევროპული სამყაროს მხარდაჭერით რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხდება საქართველოში, დამარცხება თანამედროვეობასთან ბრძოლაში", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.