„სოლიდარობა უკრაინას, არა აგრესიას!“ - ამ სლოგანით ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„სოლიდარობა უკრაინას, არა აგრესიას!“ - ამ სლოგანით ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„სოლიდარობა უკრაინას, არა აგრესიას!“ - ამ სლოგანით ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები რუსეთის ქმედებებს აპროტესტებდნენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

აქცია ქუთაისში სპონტანურად, სოციალური ქსელით დაიგეგმა და მასში ორასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.