ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. „ევროპის მოედანზე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შეიკრიბნენ.

როგორც მათ განაცხადეს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია და იგი საქართველოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და გმობენ, მათზე რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას. მათ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშები გამოფინეს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა და უნდა შეჩერდეს აგრესორი რუსეთი. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, პუტინი ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა, რომელსაც აუცილებლად შეაჩერებენ. ამ ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინას, რომელიც არ არის მარტო", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.