მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 55 სოფელში გაიმართა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მერის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























