კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონს ეწვივნენ

კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონს ეწვივნენ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლად რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში კარლ ჰარცელი საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტს დაათვალიერებს, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდება, რათა იმ ინიციატივებს გაეცნოს, რომლებიც რეგიონის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კეთილდღეობას უზრუნველყოფს.