ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

მათი თქმით, ამ დროს უკრაინისადმი ნებისმიერი სახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„აქციაზე მოვედი იმიტომ, რომ დამეფიქსირებინა ჩემი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ძალიან დიდი ხანი ვცხოვრობდი უკრაინაში, განვიცდი იქაურ სიტუაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას, როდესაც ომის ვითარებაში არიან, ნებისმიერ მხარდაჭერას აქვს აზრი", - განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ ლატარიამ.