სამტრედიაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს

სამტრედიაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს

სამტრედიაში გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს. ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, 2012 წლიდან არცერთი დაპირება შესრულებულა, პირიქით მოსახლეობამ გაორმაგებული ტარიფები მიიღო.

„მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. გაზრდილია ფასები და ტარიფები. "ქართული ოცნების" პირობებში არცერთი დაპირება შესრულებულა. მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს საფრთხე ემუქრება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.