მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს კომისია განიხილავს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს კომისია განიხილავს

მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული „სტიქიის და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფის“ წევრებმა13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე დაზარალებულებს ადგილზე შეხვდა და მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს პირადად გაეცნო. პირველ ეტაპზე დაზიანებული შენობები აღირიცხა და მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს, რაზეც კომისია პარალელურ რეჟიმში იმსჯელებს.

„ამ დროის მონაცემებით, მარნეული მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზიანებული 11 სოფლის, 34 შენობა-ნაგებობაა აღრიცხული. კომისია მუშაობას აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.