ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართავენ.

მათი თქმით, სირცხვილი და უპრინციპობაა „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგება, რასაც სხდომაზე კამათი მოჰყვა. დეპუტატების ნაწილი სხდომის რეგლამენტის მიხედვით გაგრძელებას მოითხოვენ.

რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრა უნდა დაიწყოს და დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატს, პარტია „საქართველოს" წევრს გიგა ფარულავას უნდა უყარონ.

პროცესში მონაწილეობას მმართველი გუნდი არ იღებს, თუმცა ისინი დარბაზში რჩებიან.