ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის დირექტორის განცხადებით, ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის დირექტორის განცხადებით, ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი დევაძე შეხვდა.

როგორც მან, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს განუცხადა, დღესვე ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი შენდება, პარალელურად კი მშენებელ კომპანიასთან სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა.

ცნობისთვის, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 54 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ბინები დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ. მათი განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულია და ცოტა ხნის წინ მომხდარმა მიწისძვრამ კორპუსში ბზარები გააჩინა. მოსახლეობის ინფორმაციით, კორპუსიდან განსახლებისთვის მერიამ თანხა გამოყო, თუმცა მშენებელ კომპანიას კუთვნილი ბინები ამ დრომდე არ აუშენებია.