ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა

ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა

ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200 - მეტრიანი მონაკვეთი.

ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე არსებული ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.