მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების პროცესი დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების პროცესი დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების პროცესი დაიწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სახელდებულია ქალაქი მარნეულისა და 4 სოფლის ქუჩები (საიმერლო, წერეთელი, ყიზილაჯლო, იმირი) ხოლო, 13 სოფელში (ალგეთი, საბირკენდი, ალავარი, დიოკნისი, თამარისი, ქეშალო, აღმამედლო, კასუმლო, კაჩაგანი, სადახლო, შაუმიანი, შულავერი, ნორგიული) პირობითი ნუმერაციაა, სადაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ქუჩების სახელწოდების მინიჭების პროცესი.

„მეორე ეტაპზე სამუშაოები გაგრძელდება დანარჩენ 60 სოფელში სადაც მოხდება ქუჩების სახელდება და ნუმერაცია.

ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ დისკუსიის რეჟიმში განხილული არსებული საკითხების შედეგების მოხსენება, განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედი სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. საბოლოოდ სახელდების აღსრულება კი, საკრებულოს პრეროგატივაა.

შეგახსნებთ, მხარეში ქუჩების სახელდების ინიციატივა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს ეკუთვნის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.