გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელ კარალეთში იმუნიზაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი დაესწრნენ.
ამასთან, 200- ლარიანი წახალისების პროგრამა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის თვეშიც გრძელდება. ასევე, 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში, 100- ლარიან დანამატს მიიღებენ.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გორის სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რამდენიმე სოფელშიც ხორციელდება.
საჭიროების შემთხვევაში, აცრებს ადგილზე მობილური ჯგუფებიც ახორციელებენ.

























