აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ილია ვერძაძე უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო დღეებში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, კოვიდის მართვაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება, შემთხვევათა 7 %-ია სტაციონალური, 4% კლინიკურ სასტუმროებში, 89% კი ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ იმართება.
მათივე ინფორმაციით, კანონმდებლების შეკითხვები ვაქცინაციის მიმდინარეობას, სამედიცინო პერსონალის დროულ ჩართულობასა და კომუნიკაციის დაგვიანებას შეეხებოდა.
ილია ვერძაძის განცხადებით, საჭიროა მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და ვაქცინაციის ტემპის მატება. ვინაიდან ვაქცინა იცავს ლეტალობისგან და ამცირებს ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლას, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას.
„საჭიროა მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და ვაქცინაციის ტემპის მატება“, - განაცხადა ვერძაძემ.

























