ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების რამდენი ჯგუფი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებდა. ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი სოფელ შილდის ტყეში ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და სახანძრო სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.

მათი თქმით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია.

იმის გამო, რომ ცეცხლი რთულად მისასვლელ ადგილზე გაჩნდა, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მხოლოდ ცოცხალი ძალა იყო ჩართული.