ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია. ცეცხლი სოფელ შილდის ტყეში ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მეხანძრე მაშველთა ჯგუფები იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცეცხლის ლოკალიზებას რთული მეტეოროლოგიური პირობები და უამინდობა აფერხებს.