კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის 30 საბავშვო ბაღში, ინფიცირებულია 90 თანამშრომელი

კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის 30 საბავშვო ბაღში, ინფიცირებულია 90 თანამშრომელი

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფიცირებულია 90 თანამშრომელი, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განაცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 30 საბავშვო ბაღში.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 30 დაწესებულებაში. კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ გეგმური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა აღნიშნული შემთხვევებიც. ამ დროის ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 90 თანამშრომელი, რაც შეეხება აღსაზრდელებს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია 42 ბავშვი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.